APRIL 2-12, Tbilisi > Vacant Central Eastern Europe

ვაკანტური ცანტრალური და აღმოსავლეთ ევროპა / Vacant Central Eastern Europe
2-12 აპრილი/April 2014
მეფინგი, ვორკშოპი, ინტერვენციები
Mapping, workshop, interventions
http://geoair.blogspot.com/2014/03/vacant-central-eastern-europe.html

პროექტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვაკანტური სივრცეები არის პროექტის VAC (Vacant Central Europe / ვაკანტური ცენტრალური ევროპა) გავრცობა, რომელიც ინიციირებული იყო 2013 წელს ორგანიზაცია KÉK – უნგრული თანადემროვე არქიტექტურის ცენტრის მიერ. პროექტის მიზანია, წარმოაჩინოს ვაკანტურობის პრობლემა ცარიელი უძრავი ქონების რუქების შექმნით, დაგეგმარების მეთოდების კვლევით, არქიტექტურული საშუალებების ძიებით, გამოცდილების გაზიარებით და მათში ინტერვენციების დაგეგმვის სტრატეგიებით, რაც დროებით დატვირთავს ამ ცარიელ ნაგებობებს და მიანიჭებს სხვა შესაძლო ფუნქციას. პროექტის მიზანია, ეკონომიკური კრიზისის ნეგატივი და პოსტ-ინდუსტრიული რესტრუქტურიზაცია გარდაქმნას შასაძლებლობაში – პროექტის ერთ-ერთი მიზანია, დაეხმაროს არასამთავრობო ორგანიზაციებს,სოციალურ საწარმოებს და ასევე, საზოგადოებრივ ჯგუფებს აღმოაჩინონ და დროებითი გამოყენებისთვის ჰქონდეთ წვდომა ამ ეტაპზე დაუკავებელ, უფუნქციო ნაგებობებზე. ამგვარი ინიციატივებისთვის სივრცეების პოვნით, პროექტი იღებს კატალიზატორის ფუნქციას, რომ დაეხმაროს ორგანიზაციებს ითანამშრომლონ სხვა სახის ინიციატივებთან ერთად, გამოიყენონ ერთი სივრცე, გამოაჩინონ და გაიზიარონ თავიანთი ძლიერი მხარეები. პროგრამის აქტივობები მოიცავს ორგანიზაციების იდენტიფიკაციას; მათთვის შესაბამისი ცარიელი სივრცეების პოვნას და დაკავშირებას; ამ სივრეების დროებითი გამოყენებისთვის იურუდიული და კომერციული კონტრქტების ნუმუშების განვითარებას; ორგანიზაციებისთვის კონსულტაციის გაწევას შეიმუშაონ სამოქმედო სტრატეგია; მოახდინონ მოლაპარაკება მეპატრონეებთან; პროფესიონალური და ფართო პუბლიკის მომცველი ღონისძიებების ორგანიზებას. პროექტის მთავარი მიზანია შაიცვალოს ლოკალური პოლიტიკა ვაკანტურობის საკითხისადმი. ამ სივრცეების დროებითი გამოყენება ხელს შეუწყობს ამ ნაგებობების გადარჩენას სრული განადგურებისგან, რადგანაც მათი უმრავლესობა არის უფუნქციო და მიტოვებული. ხშირად არასაკმარისი ფინანსური სახსრების გამო სახელმწიფოს არ აქვს საშუალება მათ მოუაროს, რის გამოც მრავალი ასეთი შენობა იყიდება, უკეთეს შემთხვევაში იძენს კომერციულ დატვირთვას, უარეს შემთხვევაში განწირულია დასანგრევად. დროებითი გამოყენებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოციალურ საწარმოებს, საზოგადებას და ინდივიდუალურ პირებს შეუძლიათ აამაღლონ ცნობიერება და შექმნან სხვა შესაძლებლობები და ფუნქციები გამოუყენებელი ინფრასტრუქტურებისთვის.
KÉK, 4AM-სა და GeoAIR-თან თანამშრობლობით გთავაზობთ პროექტის VAC (ვაკანტური ცენტრალური ევროპა) განვრცობილ პრექტს VCEE (ვაკანტური ცანტრალური და აღმოსავლეთ ევროპა). ამისთვის გეპატიჟებით 10 დღიან ვორკშოფზე თბილისში:

განრიგი

This entry was posted in Events. Bookmark the permalink.